ტრენინგმა ბევრი რამ მომცა,ეს იყო ახალ ტექნოლოგიებთან მიახლოება,რომელიც გამომადგება საგაკვეთილო თუ კლასგარეშე მუშაობაში.
მადლობა ტრენერს!
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
Sunday, June 10, 2018
Sunday, June 3, 2018
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი/შკალა
|
დაბალი
3-4 |
საშუალო
5-6 |
კარგი
7-8 |
საუკეთესო
9-10 |
პრეზენტაციის
ვიზუალური ნაწილი
|
ვიზუალურად ცუდადაა შესრულებული
|
ვიზუალურად ნაწილობრივ ჩაითვლება შესრულებულად
|
სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს
|
მშვენიერია,
ესთეტიკურად შთამბეჭდავია |
დავალებასთან
შესაბამისობა
|
დავალებასთან შეუსაბამოა
|
ნაწილობრივ არის შესაბმისობაში
|
დავალებასთან შესაბამისობაშია
|
შესაბამისობაშია,
იგრძნობა ორიგინალურობა. |
მთლიანი შთაბეჭდილება
|
არასასიამოვნო,
გაუგებარი |
დადებითი
|
პოზიტიური განწყობის შემქმნელი
|
მოწონება, გარკვეული ემოციების გამოწვევა.
|
Saturday, June 2, 2018
გაკვეთილის
გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი
ნომერი
- ცირა ხაბაზიშვილი, 20001054893
საგანი - ქართული ენა და
ლიტერატურა
სწავლების საფეხური, კლასი - საბაზო IX კლასი
მოსწავლეების რაოდენობა - 22
გაკვეთილის თემა - ილია ჭავჭავაძის
მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“. IV თავი
გაკვეთილის მიზანი - 1) შესწავლილი
ტექსტიდან ბავშვბა ამოიცნოს ნაწარმოების თემა, მიაგნოს მწერლის მთავარ სათქმელს; 2)
მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ემოციური დამოკიდებულების
გადმოცემა - დასაბუთება; 3) ვისწავლოთ ცხოვრება
ისე: ,,რომ ,,არ ჩავაქროთ სხვისი ვარსკვლავი“ სტაინბეკი
სტანდარტი - ქართ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი, სადავო ან პრობლემურ
საკითხებზე.
ქართ. IX.2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მოსმენა
და
შეფასება.
ქართ. IX.5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ. IX.9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე
საკუთარი თვალსაზისის წერილობით გადმოცემა. მოცემულ საკითხებზე
განსხვავებული შეხედულებების
შეჯამება.
გამჭოლი კომპეტენციები - მუხლი 48. ა) წიგნიერება; ბ) სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენციები;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
წთ.
|
1
|
მისალმება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
1.გაკვეთილის თემის, მიზნის და კრიტერიუმების გაცნობა სასწავლო განწყობის შექმნა. |
საუბარი, მინი
ლექცია
|
მთელი კლასი
|
დაფა, წინასწარ
გამზადებული ფურცლები, დაფა, პლაკატები
|
3
|
2
|
2.გამოწვევა. ნაწყვეტი ფილმიდან ,,მარიტა“ მარიტას თავლაფდასხმის სცენა
და შემდეგ კითხვის დასმა ა) რატომ, რა მიზნით ვაჩვენე ეს ნაწყვეტი, რაზე უნდა დაფიქრდნენ?
ბ)კიდევ რომელ ნაწარმოებს გაიხსენებდნენ შესწავლილი მასალიდან?
|
ვერბალური პასუხები
|
მთელი კლასი
|
პროქტორი, ტელევიზორი
|
5
|
3
|
3.საშინაო დავალება. წინა თავებიდან ძირითადი საკითხების გამოკვეთა. წინასწარ
მიცემული დავალების მიხედვით წარმოადგენენ დიაგრამის სახით.
|
კითხვებით შემოწმება.
მთავარი პერსონაჟები და მათთან (ძმებთან)
დაპირისპირებული მხარეები წინა მასალიდან
|
მთელი კლასი ვერბალური
ან წერილობით
|
თაბახები, ვენის
დიაგრამებით, გონებრივი, წიგნი
|
5
|
4
|
4.IV თავის ძირითადი საკითხების
ჩამოყალიბება. 1.რამ დაგაფიქრათ, რა ემოცია დაგეუფლათ IV თავის წაკითხვის შემდეგ?
2.რა გვითხრა ძმის ჩამოხჩობით გამწარებული ბიჭის წერილმა? 3. რა ენობრივ შესაძლებლობებს ანუ მხატვრულ ხერხებს იყენებს
მწერალი ბიჭის მდგომარეობის უფრო მძაფრად წარმოსახვისთვის?ამით საბოლოოდ მოვწყვდი ქვეყანას,როგორც წინათვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე დაკიდებული.
|
ვერბალური, წერილობით
კითხვა, ვერბალური
პასუხები წერილობით
|
მუშაობა წყვილებში,
მთელი კლასი
წყვილებში
|
ტექსტი, თაბახები,
ტექსტი, ფურცლები,
დაფა.
|
7
|
5
|
5.ვუბუნდებით ისევ წერილს, წინასწარ ამოწერილ ფრაზების ამოწერას ვთხოვ: ,,თქვენ იდექით და სეირს უყურებდით,
,,ჩვენ შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ დავრჩი, თვქენ მრავალნი - იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან
მართალნი და საით - მტყუანნი“.
1.რას გეუბნებათ ეს ფრაზები?
2.რას იტყოდით დედაზე, მამინაცვალზე, მათ გარშემო მყოფ ადამიანებზე?
ვის დასვამდით საბრალდებო სკამზე?
3.რამ მიიყვანა ბიჭი სახრჩობელამდე?
4.რატომ ათქმევინა წერილში ბიჭს მწერალმა მამინაცვალი შემოგვაკლდა?
|
პრეზენტაცია,ბიჭის წერილი,
დისკუსია
დისკუსია
|
ჯერ ჯგუფი, შემდეგ
ინდივიდუალურად, ვერბალური პასუხები თანამოაზრეთა ჯგუფები, მუშაობა
|
ტექსტი, წერილი,
ფურცლები
სლაიდები დიაგრამების შესრულება ბავშვების მიერ |
10
|
6
|
6.1.რა იციან სიკვდილით დასჯის შესახებ?
2. რომელ ქვეყნებშია ისევ სიკვდილით დასჯა?
3. რა როლი ეკისრება ილია ჭავჭავაძეს სიკვდილით დასჯის აკრძალვის საქმეში?
4.როდის აიკრძალა საქართველოში სიკვდილით დასჯა?
|
კითხვებზე პასუხი,მინილექცია. მოწვეული
მშობლის (იურისტის მიერ)
მინილექცია მოსწავლე
ლ.დ-ს მიერ მოძიებულ მასალაზე
პრეზენტაცია |
მასწავლებელი,
ინდივიდუალური პასუხები
მოსწავლე ლ.დ.
მასწავლებელი მასწავლებელი |
წინასწარ მომზადებული
ფურცლები ურიგდებათ ბავშვებს
წინასწარ მომზადებული სლაიდი:1906 წლის ივლისში ,ილია ჭავჭავეს რომ სურდა სახელმწიფო სათათბიროზე გაეტანა , საკითხი, ადამიანის სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ. |
8
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი - რუბრიკები: ტექსტის ცოდნა, გამართული
მეტყველება, ლოგიკური თანამიმდევრობა, აუდიტორიასთან კონტაქტი, არგუმენტებით დასაბუთება
ტექსტობრივ მასალაზე დაყრდნობით, კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.
სხვისი აზრის პატივისცემა,
ნაფიქრ -ნააზრევის თამამად, თავისუფლად გადმოცემა.
შეფასება - ჯგუფების, ინდივიდუალური შეფასებები:
ზოგს განმსაზღვრელი, ზოგს განმავიტარებელი,
შეფასება გაკვეთილის, თვითშეფასება, მოსწავლეთა მიერ თანაკლასელის შეფასება ,,შეფასების
კრიტერიუმები წინასწარ ყველას აქვს ფურცლებზე.
საშინაო დავალება: 1. ჩამოაყალიბონ აზრი ლოგიკურად და
არგუმენტებით დაასაბუთონ არის თუ არა მოხუცი პეტრე დამნაშავე. არა - არგუმენტებით,
კი - არგუმენტებით დაასაბუთონ საკუთარი აზრი.
2. უყურონ ფრანგულ
ფილმს ჟან გაბენისა და ალენ დელონის მონაწილეობით ,,ორნი ქალაქში“ და ამის შემდეგ დაწერონ
უნდა გაუქმდეს თუ არა თანამედროვე სამყაროში სიკვდილით დასჯა.
Subscribe to:
Posts (Atom)